დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არნოლდ შვარცნეგერი გარდაცვლილია. ამის შესახებ Yahoo News-ის ჟურნალისტმა ჰანტერ უოკერმა თეთრ სახლში ყოფნისას Twitter-ზე დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ის „ტერმინატორის“ ვარსკვლავის გარდაცვალების მოწმე გახდა. „არნოლდ შვარცნეგერი? იცით, რომ ის გარდაიცვალა? მე იქ ვიყავი“- განაცხადა პრეზიდენტმა.

შვარცნეგერი ამ პოსტს Twitter-ზე გამოეხმაურა. „მე ჯერ კიდევ აქ ვარ? გსურთ, შეადაროთ საგადასახადო დეკლარაციები?“ – დაწერა მსახიობმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრამპი პოპულარულ ამერიკულ რეალითი შოუს Celebrity Apprentice-ს გულისხმობდა, რომელსაც 2015 წლამდე თავად უძღვებოდა, 2017 წელს ის შვარცნეგერმა შეცვალა, რომელმაც პროექტი 1 სეზონის შემდეგ დატოვა.

comments