2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ, ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და დიდი ალბათობით, მერეც მექნება, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის აღნიშნული განცხადება თამარ ჩერგოლეიშვილისთვის დაცინვის საგანი გახდა, რომელმაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:

“ვარდების რევოლუცია არ ვიცი, მაგრამ ბოსტონის დიდი ჩაის სმა და კოლუმბის ექსპედიცია ნაღდად ოქრუაშვილმა დააფინანსა.

მგონი გუტენბერგსაც მაგან მისცა ფული, სტამბის გასაჩარხად.

თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, “ვარდების რევოლუცია” თავად დააფინანსა.

“თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მლნ 200 ათასი რამდენად პატარა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა.

კონსპირაციების და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ 2003 წლის რევოლუცია სოროსმა დააფინანსა ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2003 წლის მთელი კამპანია, ვარდების რევოლუციის ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ ანუ მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით “,- განაცხადა  ოქრუაშვილმა.

comments