ლარის ზედმეტად გაუფასურებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონი გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

ბახტაძის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, შემოსავლებმა იკლო ტურიზმის სექტორში.

„ჩვენ გვქონდა ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. მხოლოდ აჭარაში იყო 40%-იანი ზრდა და ალბათ, წარმოგვიდგენია, რა შემოსავლებს ელოდა ადგილობრივი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, იმავე ტრენდის გაგრძელება გაგვიჭირდება მომდევნო თვეების განმავლობაში იმ გამოწვევების ფონზე, რაც მოხდა, მაგრამ აუცილებლად დავაბრუნებთ ამ დინამიკას“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ყველა ფინანსური უწყების შეფასებით, საქმე გვაქვს ლარის კურსის ზედმეტად გაუფასურებასთან. მთავრობა აქვს მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს.

მამუკა ბახტაძემ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა დაუკავშირა ქვეყანაში 20 ივნისის შემდეგ არსებულ არასტაბილურ გარემოს:

„ეს არის ორჯერ ორი ოთხი, რომ ამ არასტაბილურობის განცდამ და იმან რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ დაიწერონ ქულები, ასევე 20 ივნისის მტკივნეულმა ღამემ, როცა განხორციელდა შტურმი საქართველოს პარლამენტში, შქმნა ეს რეალობა შექმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლარი აუცილებლად დაუბრუნდება თავის ნიშნულს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რადიო თავისუფლება

comments