იმპოტენტებო, თქვენგან განსხვავებით, მე ახალი ქალაქების შენება ვიცი!,-ასე ეხმაურება Facebook-ის გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი პორტალ ivasi.news-ზე განთავსებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე ოდესაშია და მერის და საკრებულოს ვადამდელი არჩევნებისათვის ნიადაგს მოამზადებს.

“იმპოტენტებო, თქვენგან განსხვავებით, მე ახალი ქალაქების შენება ვიცი!  – გადაფრინდით ბათუმში!… „სახალხო მღელვარებას“ კი თქვენ პროოვოცირებთ თქვენი „ბეზპრიდელით“. (ფრენები Turkish Airlines, Skyup Airlines TK-470, TK-390, TK-468, PQ-102). დაცვა არ მყავს, მაგრამ ბინას ნამდვილად გონივრულ ფასებში ვეძებ.

დიახ, თქვენი კოშმარი ახდა, მე ოდესაში თქვენს ჯიბრზე და ოდესის მომავლის საკეთილდღეოდ დავბრუნდი. ის უკრაინის და ევროპის ყველაზე დიდებული ქალაქი იქნება”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

პორტალ ivasi.news-ზე გამოქვეყნებულ მასალაში მიხეილ სააკაშვილის შესახებაა საუბარი.

“ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი უკვე ოდესაშია. სავარაუდოდ,ის ბინითა და დაცვით უკვე უზრუნველყოფილია. მიხო  აშკარა დავალებით ჩავიდა. მან ყოველმხრივ უნდა შთააგონოს ოდესის მოქალაქეებს ქალაქის ხელისუფლების მხრიდან აღშფოთება. მან კარგად იცის ეს როგორ გააკეთოს. სინამდვილეში, მხოლოდ ეს (აღშფოთების შთაგონება) არის ის, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის სამხრეთ პალმირაში გამოჩენა უკრაინის ახალ მთავრობაში გარკვეული ძალების სურვილს უკავშირდება, რომ ადგილობრივი ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს”,-ნათქვამია სტატიაში.

comments