ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები იყო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა, თუმცა ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მაშველებმა სანაპიროზე მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს და მამაკაცის ძებნა დაიწყეს და წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

comments