ლეჩხუმელი სოფია თვარაძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ჰიმალაის მთებში 6856 მეტრიანი მწვერვალი ამა-დაბლამი  დალაშქრა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„პირველი ქართველი ქალი, რომელიც ტიანშანის მწვერვალზე ავიდა
ლეჩხუმელია, ლაილაშელი

სოფია თვარაძე

ის ლეჩხუმის ძველი დედაქალაქიდან ლაილაშიდან არის.
პირველად სოფია თვარაძემ მყინვარწვერი დალაშქრა 5033 მეტრ სიმაღლეზე.
მომდევნო ასვლა სოფიამ ტიანშანში მწვერვალ ამა-დაბლაშზე განახორციელა 6856 მეტრზე(!).
ამ ასვლისათვის სოფია თვარაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა!
ლეჩხუმში ყველაზე დიდი მთა ცეკური არის 3170 მეტრი სიმაღლის, ანუ სოფიამ დალაშქრა: ცეკური (3170 მ) + ცეკური (3170 მ) + 516 მ = 6856 მ, ფანტასტიკური შედეგი!, იქვე ახლოს არის მსოფლიოში უდიდესი მწვერვალი ევერესტი.
თუ სვან მიხეილ ხერგიანს “კლდის ვეფხვი” შეარქვეს, ლეჩხუმელ ლეო ახვლედიანს ” მთის ლომი”, მაშინ სოფია თვარაძეს “კლდის ავაზა” რომ უწოდოთ სრულებით არ იქნება გადაჭარბებული.
ამასწინათ სოფია სატელევიზიო გადაცემა “სხვა შუადღეში” მიიწვიეს ქალის რისკებთან მიძღვნილ თემატიკაზე (მე-5 ფოტო).
გვეამაყები სოფია, უმრავლოს შენისთანები ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!“

 

espersona.ge

comments