დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა მითვისება – “ქართული ოცნების” სამ ყოფილ მინისტრის, დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

საქმე ეხება 710 მილიონიან პროექტს და თანხას, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს.

პროკურატურის გააქტიურება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ”კურიერის ” ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა.  ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექს-პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ. სავარაუდოდ, გამოძიება კვირიკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებს არკვევს.

დააკავებენ თუ არა “ქართული ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებს, ჯერჯერობით უცნობია.

news.ge

comments