პრემიერ-მინისტრი ლარის გაუფასურების შეუქცევად პროცესში დამნაშავეებს ოპოზიციის წარმომადგენლებში  ეძებს და მათ დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს. მამუკა ბახტაძე ასევე აცხადებს, რომ მდგომარეობის გამოსაკეთებლად და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ზომები ეროვნულმა ბანკმა თავად უნდა მიიღოს.

„ კურსის განსაზღვრაში ძირითადად მოქმედებს ორი ფაქტორი, პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე – მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური იმის ფონზე თუ რაც მოხდა, მათ შორის, ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ, მათ შორის. ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მან თვითონ უდნა მიიღოს გადაწყვეტილება,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

comments