არასამთავრობო ორგანიზაცია ,, დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრი“ ხვალ, 8 აგვისტოს 18:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში ატარებს 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის საღამოს, რომელსაც დაესწრებიან 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები და ომის ვეტერანები.

როგორც ,,ინფო7“-ს  ,, დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა განუცხადა, 18:00 საათზე არქიმანდრიტი ლაზარე სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის, ხოლო 19:00 საათზე სამების ახალგაზრდულ დარბაზში გაიმართება ხსოვნის საღამო .

ღონისძიებაში მონაწილეობენ პოეტები : ოთო ფალიანი, ბიჭი ივანიშვილი, კოკა კობალაძე, ვაჩე რაინდელი.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საღამოზე დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის.

comments