2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება – გამოცდების რაოდენობა ოთხი სავალდებულო საგნიდან სამამდე შემცირდება. აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენაში ჩააბარებენ. რაც შეეხება მესამე გამოცდას, ის ტექნიკურ თუ საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული.

უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას სხვადასხვა საგნებიდანაც დააწესებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი დამატებითი საგანი ექნებათ ჩასაბარებელი აბიტურიენტებს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ცნობილი 16 სექტემბერს გახდება.

„გვაქვს რამდენიმე დაყოფა ტექნიკური მიმართულებით ისეთ სავალდებულო საგნებთან, როგორიც არის ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში, ქართული, უცხო ენა, იქნება მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულებით იქნება ასევე, უცხო ენა, ქართული და ისტორია. თავისთავად, უნივერსიტეტს აქვს საკუთარი არჩევანი საკუთარი პროგრამიდან გამომდინარე, რომ დაამატოს მეოთხე საგანი, რომელსაც თითონ უნივერსიტეტი წყვეტს. არის რამდენიმე პროგრამის სახეობა, სადაც ისტორია, თუ მათემატიკა უნივერსიტეტის პროგრამიდან გამომდინარე, უკვე უნივერსიტეტმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ამიტომ ჩვენ უკვე უნივერსიტეტებთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სექტემბრის დასაწყისში უკვე წარმოადგენენ კონკრეტული პროგრამის მიხედვით რეალურად რა არჩევანია,“- განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

comments