2008 წლის 7 აგვისტოს 10 წლის ვიყავი. ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან ერთად ვისვენებდი და როდესაც გავიგეთ რომ სიტუაცია დაიძაბა დავურეკე დედაჩემს, ნუ ნერვიულობ, რუსთავი ორის შენობაში ვარ და გპირდები აქ ვიქნებიო . ნახევარ საათში ჩართული ტელევიზორიდან გავიგე კივილის და აფეთქების ხმა. ხმა მეცნო. დედაჩემი კიოდა ქალაქში რომელიც იბომბებოდა. შემდეგ ტელეფონს არ პასუხობდა. რამდენიმე საათის მერე გავიგე რომ ცოცხალი და უვნებელი იყო. ის რამდენიმე საათი დროის ყველაზე დაუსრულებელ მონაკვეთად მეჩვენება დღემდე. ფოიერვერკის და თვითმფრინავის ხმა სამუდამოდ შემძულდა.

მე გამიმართლა, მაგრამ იმ დღეს რუსეთმა ძალიან ბევრ ადამიანს წაართვა დედა, შვილი, ქმარი და მეგობარი. წაართვა სახლი. ჩვენ გვართმევს ქვეყანას.

ამიტომაც არის რუსეთი ოკუპანტი!

ომი დაიწყო რუსეთმა, თითქმის 300 წლის წინ. და არა რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ , 11 წლის წინ. #სირცხვილია რომ ამის ახსნა გვიწევს დღეს. და #სირცხვილია , რომ რუსეთთან მეგობრობაზე ვლაპარაკობთ იმიტომ რომ მათთან ომი ჯერ არ დასრულებულა.

ასეთ პოსტს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი ფეისბუქის გვერძე.

comments