Facebook-ზე გამოჩნდება ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლონ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელს სხვა ვებგვერდები და აპლიკაციები აწვდიან.

“Off-Facebook Activity” მომხმარებელს აჩვენებს იმ ვებგვერდების და აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს ქმედებებზე ინფორმაციას გვიგზავნიან. სურვილის შემთხვევაში თქვენი ანგარიშიდან ამ ინფორმაციის წაშლას შეძლებთ”, – ნათქვამია სოციალური ქსელის განცხადებაში.

სოციალური ქსელი ამ ინფორმაციას მომხმარებლისთვის რეკლამის მისაწოდებლად იყენებს. თუმცა, ახალი ფუნქცია მოხმარებლის მოთხოვნიდან მხოლოდ 48 საათში ამოქმედდება. ამ დროის განმავლობაში Facebook-ი თქვენი ინფორმაციის გამოყენებას მაინც შეძლებს. მეტიც, 48 საათის შემდეგ მომხმარებლის აქტივობა სხვა ვებგვერდზე არ წაიშლება, უბრალოდ მის ანგარიშზე აღარ იქნება მიბმული.”Off-Facebook Activity”-ის ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. დღეიდან სერვისით ირლანდიის, სამხრეთ კორეის და ესპანეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემი უკანონოდ გადასცა კომპანია Cambridge Analytica-ს, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.

comments