თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში აქცია გაიმართა. მოსახლეობა სოფლიდან დაახლოებით 7 კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება და მთავარ არგუმენტად მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფას ასახელებს.

ადგილობრივების განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მდინარე ლოპოტა მილებში მოექცევა, რაც ფლორას და ფაუნას მთლიანად გააანადგურებს. მათი აზრით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეექმნებათ სარწყავი სისტემების პრობლემა.

ლაფანყურელები ხელისუფლებას მიმართავენ და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მანამდე კი ადგილობრივები ჰესის ტერიტორიისაკენ მიმავალი გზაზე მორიგეობას აწესებენ იმისათვის, რომ კომპანიის კუთვნილი ტექნიკის მობილიზება არ მოხდეს.

თემაზე შპს ,,ართანა- ლოპოტა პესი“ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს

comments