აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერება დემონსტრანტებისთვის პროვოკაციული ნაბიჯია.

„მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ გამიგია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს თავს მთავრობის მართვას ყოველდღიურად. თუმცა ნებისმიერი, ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე, ბოლო პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ დგანან, შეიძლება, ძალიან ბევრნი არ არიან, თუმცა გამოხატავენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებას. ყველა მათგანისთვის ეს გაუგებარია, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი, ყოფილი შს მინისტრი, ახლა პრემიერ-მინისტრია“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

8 სექტემბერს ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

მთავრობის დამტკიცების პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში პროტესტისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

 

comments