ევროპის სასამართლოში პოლონეთმა მიზანს მიაღწია და რუსული კომპანია „გაზპრომი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გაზსადენ Opal-ზე სრულად წვდომას ვეღარ მოიპოვებს.

საუბარია სახმელეთო გაზსადენზე „ჩრდილოეთის ნაკადი“,- მოცემულ შემთხვევაში „გაზპრომი“ იძულებული იქნება ტრანზიტი უკრაინის მასშტაბით გაზარდოს, ეს კი თავის მხრივ, კიევის პოზიციას ამტკიცებს მომავალი მოლაპარაკებების წარმოებისას, როცა ორ ქვეყანას შორის 2020 წლის შემდეგ ტრანზიტის გაგრძელების საკითხებზე იქნება საუბარი.

ევროკავშირის სასამართლომ ამ დავაში პოლონეთის მხარე დაიკავა და „გაზპრომს“ არ მისცა საშუალება, ტრანზიტი Opal-ის გაზსადენით განეხორციელებია.

2016 წლის 28 ოქტომბერს ევროკომისიამ „გაზპრომს“ მისცა უფლება Opal-ის გაზსადენების 90% გამოეყენებია. („ჩრდილოეთის ნაკადი“ რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის). ეს ყველაფერი 2016 წელს, თუმცა 2013 წლამდე „გაზპრომს“ შეეძლო ამ უდიდესი გაზსადენის მხოლოდ 50% გამოეყენებია და ასე გაზსადენის მილები აღარ იყო მთლიანად დატვირთული.

პოლონეთის ენერგეტიკის სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სასამართლომ უარყო ევროკომისიის გადაწყვეტილება და რუსულ კომპანიას აღარ აძლევს გაზსადენის 100%-ით გამოყენების უფლებას“

ევროკავშირის სასამრთლოს გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად, აძლევდა „გაზპრომს“ საშუალებას გაზსადენ Opal-ზე და შესაბამისად, „ჩრდილოეთის ნაკადზე“ გაეზარდა ტრანზიტი, რომელიც დაახლოებით წლის განმავლობაში 10,7 მილიარდ კუბამეტრს შეადგენდა, რუსული გაზის მთავარ სატრანზიტო ქვეყნებში კრიტიკის საგანიც გახდა, რადგან ამ გადაწყვეტილებით იქმნებოდა საშიშროება, რომ რუსეთი „გაზპრომის“ დახმარებით ევროპაში გავლენებს უფრო გაზრდიდა, ხოლო ოფიციალური ვარშავა წუხილს გამოთქვამდა, რომ ქვეყანაში სატრანზიტო გზებით შემოსული შემოსავალი საგრძნობლად შემცირდებოდა.

საგულისხმოა ისიც, რომ მიუხედავად მსგავსი საშიშროებისა, „გაზპრომის“ ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მათ სატრანზიტო ქვეყნების მიმართ აქვთ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და პოლონეთში ტრანზიტის შემცირებას არ აპირებდა.

1224-კილომეტრიანი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა მილსადენია. ის ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვიბორგის პორტში რუსეთის მილსადენების ქსელს უკავშირდება და ლუბმინის ტერმინალამდეა გაყვანილი, რომელიც გერმანიის ქალაქ გრაიფსვალდის მახლობლად მდებარეობს. გრაიფსვალდი, თავის მხრივ, სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს პოლონეთის საზღვრიდან. პროექტი 10 მილიარდამდე დოლარი დაჯდა და ის რუსეთთან ერთად გერმანიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის კომპანიებმა განახორციელეს.

bpn.ge

comments