“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიაში პოლიტიკური მოძრაობის “ლოლოს” პრეზენტაციაზე მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ იბატონებდა შური, სიძულვილი, უნდობლობა. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ ლელო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ უნდა დავძლიოთ დამარცხებულის სინდრომი. ახლა არის გამარჯვებისთვის გაერთიანებისა და ლელოს გატანის დრო” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

alia.ge

comments