არ გადამეყაროს სადმე, თორემ თავს გავუტეხავ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბიზნესმენი თემურ ჭყონია ექსპერტ ირაკლი ლატარიაზე.

ექსპერტმა დღეს სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას 100 000 დოლარი მისცა, სანაცვლოდ კი ბიზნესმენს კოალიციური მთავრობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას პირდებიანო.

„ირაკლი ლატარიას გადაეცით სადმე არ გადამეყაროს, თორემ თავს გავუტეხავ. პირდაპირ ასე დაწერეთ. ვინ არის ეგ შტერი? რა ექსპერტია საერთოდ?! თუ პრემიერის თანამდებობა 100 000 დოლარი ღირს კარგად ყოფილა ჩვენი ქვეყნის საქმე. „მთავარ არხზე“ რეკლამის მიტანას რაც შეეხება, მაგ შტერმა არ იცის, რომ რეკლამა მიგვაქვს იქ, სადაც რეიტინგია. „მთავარი არხი“ ჯერ სულ რაღაც ორი დღის შექმნილია და რა რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! ჩვენ გვყავს სპეციალური კომპანია, რომელიც ითვლისს რეიტინგებს. ლატარიას მსგავს შტერებს ეს არ ეცოდინებათ. როცა „მთავარი არხი“ აკრიფავს რეიტინგს მაშინ მივიტანთ რეკლამას და ლატარიას არ შევეკითხებით“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თემურ ჭყონია.

პრაიმტაიმი

comments