სერიალ “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავს, კოლეჯის კორუფციის საქმეზე 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ფელისიტი ჰოფმანს ჯარიმის სახით, $30 000 დოლარის გადახდა და 250 საათის განმავლობაში საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობა მოუწევს.

მსახიობი ერთ-ერთია იმ 33 მშობლიდან, რომლებსაც გამოძიება შვილების პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში მოსაწყობად დანაშაულებრივ შეთქმულებასა და თაღლითობას ედავება. მსახიობმა სკანდალურ საქმეზე ბოდიშიც კი მოიხადა.

comments