დევიდ ქემერონი ბრექსითის შესახებ ხელახალი რეფერენდუმის გამართვას არ გამორიცხავს.

დევიდ ქემერონმა დუმილი დაარღვია. ექს-პრემიერი დიდი ხნის შემდეგ ბრექსითის შესახებ ალაპარაკდა და მოქმედი პრემიერი პარლამენტის დათხოვნის გამო გააკრიტიკა.

ქემერონმა “Time”-სთან ინტერვიუში ბრიტანელებს ბოდიში მოუხადა. ყოფილმა პრემიერმა ბრექსითის შესახებ რეფერენდუმის ხელახალი გამართვის საჭიროებაც არ გამორიცხა. მისი თქმით, რომ არა 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმი, დღეს დიდი ბრიტანეთი ქაოტურ შედეგებამდე არ მივიდოდა. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.

comments