საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. იგი ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პირისპირ შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუპოსტი“ ავრცელებს.

ფაქტი, რომ გენერალური ასამბლეის კვირეულში, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებთან, პრეზიდენტის მაშინდელმა პრესსპიკერმა, ხატია მოსიწრაფიშვილმა 23 ივლისის გაახმოვანა, თუმცა მაშინ მოისწრაფიშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის შეხვდებოდა ქვეყნის პირველი პირი.

„ნიუპოსტის“ წყარო კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ლავროვთან გასაიდუმლოებული შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება.

ინფორმაციის გადამოწმების მიზმით, „ნიუპოსტი“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა გავარკვიეთ, რომ ზურაბიშვილი პრესცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დანიაში იმყოფება.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კითხვა გავუგზავნეთ და პასუხის მიღებისთანავე უცვლელად შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, ზურაბიშვიოლი თავის დამოკიდებულებას ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ არასდროს მალავდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ღია ეთერში თქვა, რომ ლავროვი ყველაზე ძლიაერი დიპლომატია.

უფრო კონკრეტულად, ზურაბიშვილს კითხვა გადაცემა – “მძიმე კაცთან” წამყვანმა დაუსვა:

“ყველაზე ძლიერი დიპლომატი, ვისთანაც ურთიერთობა გქონიათ?” – “უკომენტაროდ და უსიტყვოდ ლავროვი” – აცხადებდა სალომე ზურაბიშვილი 4 წლის წინ.

alia.ge

comments