ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. დოკუმენტში წერია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს.

განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის. ამ შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს.

alia.ge

comments