„პრაიმტაიმის“ ცნობილი გახდა ცოტა ხნის წინ საგარეჯოში დატრიალებული ორმაგი ტრაგედიის დეტალები. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 70 წლის ჯემალ ივანელაშვილი, რომელიც ქალაქის ცენტრში ხორცის მაღაზიას ფლობდა. მკვლელობა სწორედ მაღაზიასთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მკვლელმა, 67 წლის შოთა დარბაისელმა საგარეჯოს ცენტრში იმავე იარაღით თავი მოიკლა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მომხდარს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მოკლულის ერთ-ერთი ახლობლის თქმით კი, დარბაისელსა და ივანელაშვილს შორის კონფლიქტი 1998-99 წელს დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

primetime.ge

comments