გენერალური პროკურატურა ნოდარ მელაძეს გამოკითხვაზე იბარებს. ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის  უფროსი საგამოძიებო უწყებაში ხვალ 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე.”

შეგახსენებთ, პროკურატურამ ამავე საქმეზე გუშინ “რუსთავი 2-ის” ყოფილი თანამშრომლები გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი გამოკითხა.

comments