კულუარული ინფორმაციით, “ოცნებიდან” 2020 წლის საპარლამენტო სიაში მდინარაძე-კობახიძე-ზარდიაშვილის გუნდის არც ერთი წევრი არ იქნება.

ანრი ოხანაშვილი,  სოფო კილაძე, ზაზა გაბუნია, მათიკაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ნუკრი ქანთარია, სოფო ქაცარავა  და კიდევ რამდენიმე დეპუტატი მომავალ საპარლამენტო არჩევნების სიაში არ იქნებიან, როგორც ირკვევა, “ოცნებამ” 2020-ის არჩვნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ოდიოზური ფიგურების მოშორებას იწყებს. თუმცა, თავად პარტიაში ამას არ ადასტურებენ და კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე აქცენტირებას დემარშით წასული დეპუტატების ფანტაზიად აფასებენ.

“ამ ადამიანების სურვილია ზუსტად, რომ მათ არ ჰყავდეთ აქ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ ამხელენ სირცუეში და იტყვიან სიმართლეს. მაგრამ, მთავარი ჩვენთვის არ არის თანამდებობა და ყველგან “ოცნების” სამსახურში ვიქნებით”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

“ეს არ არის მოულოდნელი ამბავი. ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ არაფერი ღირებული და ერთჯერადი დავალების შემსრულებლის იქეთ, ივანიშვილი სიაში არ ჩასვამს”-ამბობს ეკა ბესელია.

comments