დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმაზე საუბრობს. კალაძის თქმით, უსაფრთხო, კომფორტულმა, განახლებულმა სატრანსპორტო სისტემამ შესაძლოა ტაქსზე ფასების ზრდა გამოიწვიოს, რაც, დედაქალაქის მერის შეფასებით, ნორმალურია.

“ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პილიტიკა, ხედვა თუ რა უნდა გაკეთდეს. ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება. ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა, ახალი მანქანა, იყოს უსაფრთხო ავტომობილი, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია,”- განაცხადა დღეს კალაძემ.

comments