გაიცანით, ამირან ტორონჯაძე, ახალგაზრდა რომელსაც „შმაქსის“ იდეა ეკუთვნის. ირკვევა, რომ იდეის ავტორი მოძღვარია და დღეის მდგომარეობით იგი ნუცუბიძისა და ლიტვის მიტროპოლიტია. თავისუფალ დროს კი თავისუფლების გამავრცელებელ საქმიანობას ეწევა.

რას საქმიანობ? 

 ვარ გრაფიკული დიზაინერი, ვმუშაობ Waffle-ში. ვაკეთებთ ვიდეოებს და სარეკლამო რგოლებს.

საიდან დაიბადა „შმაქსის“ იდეა? გირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ არ გიცნობს და დიდი ძებნის შემდეგ მოგაკვლია?

 სადღაც სამი წელი ვიყავი „გირჩში“, დაარსებიდან ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ზურამ იხუმრა როცა ეს დაწერა, დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. იდეას რაც შეეხება, დიდი ხანი ვფიქრობდით, ალბათ თქვენც ფიქრობდით და ყველა ტაქსების რეგულაციაზე. ერთ-ერთ ასეთ საუბარში, სამეგობრო წრეში გაგვიჩნდა იდეა, მხოლოდ ჩემი შემოქმედება არ არის, ვერ დავიბრალებ. მოვიფიქრეთ ტაქსით მგზავრის ჩანაცვლება შეგვეცვალა განათლებით.

თავიდან ჩემი საქმიანობა „გირჩში“ იყო ვიდეოების და სარეკლამო რგოლების გაკეთება, facebook-ზე შეხვედრიხართ ალბათ. მას შემდეგ, რაც დავაარსეთ ჩვენი რელიგია, მიტროპოლიტი გახლავართ დღეის მდგომარეობით ნუცუბიძისა და ლიტვის. ვეწევი ჩემს რელიგიურ თავისუფლების გამავრცელებელ საქმიანობას პარალელურად ჩემი ცხოვრების გარდა.

რატომ „შმაქსი“ და არა სხვა სახელწოდება?

 გვიყვარს ასეთი გამოთქმები, ტაქსი-შმაქსი, სახალისო და ადვილად მისახვედრი. გვქონდა სხვა ვარიანტიც, მაგრამ შეიძლებიდა უფრო რთული ყოფილი დასაკავშირებლად

რომ არა „შმაქსი“, იქნებოდა…?

გაგრძელება

 

comments