20 ივნისის ღამეს დაზარალებულებთან დაკავშირებით, შალვა თადუმაძემ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ვერ გაიხსენა დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი, ისევე, როგორც ვერ გაიხსენა დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი და თქვა რომ, შესაძლოა იყოს 10 – და რეალურად ეს რიცხვი არის – 30.

ასევე, როცა კითხვა დაუსვეს დაზარალებულ ჟურნალისტებზე, თქვა, რომ ჩაიხედავს მათ საქმეში.

რაც შეეხება მაკო გომურს და სხვა დაზარალებულებს, თქვა, რომ დანაშაული მოხდა თუ არა, ვინ ჩაიდინა დანაშაული – ჯერ არ არის ცნობილი.

თუმცა, შენიშვნაზე, რომ დანაშაული სახეზეა, თვალი აქვს დაკარგული ადამიანს – და მაინც დღემდე ცნობილი არ არის დაზარალებულად – დაგვპირდა, რომ ამ საქმეშიც ჩაიხედავს.

comments