ალია” ექსკლუზიურად ესაუბრა, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც არ მოერიდა ხმამაღლა იმის თქმა, რომ სწავლობდა იგივე უნივერსიტეტში, “ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში”,  რომელი უნივერსიტეტის დიპლომიც აქვს საქართველოს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს:

ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გამომცემლობა “კალმოსანის” დირექტორი:

-თქვენ რომელ ფაკულტეტზე სწავლობდით?

-უცხო ენებზე, ეს იყო დაახლოებით 2001-2002 წლები

-ალბათ, თქვენ და თადუმაძეს, ერთი და იგივე ლექტორები არ გეყოლებოდათ.

-ალბათ, არა, თუმცა, ვერ გეტყვით ზუსტად. არც მახსოვს ლექტორების გვარები, ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, მერე მე გადავედი სხვა სასწავლებელში.

-მაგ სასწავლებლიდან რამე ცოდნა გამოგყვათ?

-არა, მაქედან რა ცოდნა უნდა წამომეღო. თითქმის არავინ დადიოდა. 3 ან 4 სტუდენტი ვისხედით ხოლმე ლექციაზე. ეს იყო სკოლის შენობა, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით. გამოცდებზე რომ მივედი, რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო.

-ფასიანი იყო, ხო?

-კი, მაშინ ხომ ყველა ასე იყო. 300 დოლარს იხდიდი წელიწადში და 4-5 წლის მერე, გაძლევდნენ დიპლომს.

-დიპლომის ყიდვა არ შეიძლებოდა? ისე, რომ ეგრევე მოეცათ?

-არ ვიცი, მე არ დამჭირვებია, მალევე გადავედი. ისედაც ნაყიდი არ გამოდიოდა? ფულს იხდიდი, არ დადიოდი, რომც გევლო, ლექციები იმდენად პრიმიტიული იყო, ცოდნას ვერ გამოიტანდი. თუ ვინმეს, ეგრევე სურდა დიპლომის აღება, როგორ იქცეოდა, იყიდებოდა, თუ არა – ეგ მართლა არ ვიცი.

-ეგ სასწავლებელი რომ დაგესრულებინათ და მხოლოდ ეგ დიპლომი გქონოდათ, იქნებოდით ის ვინც ხართ, იქნებოდით იქ, სადაც ხართ, თუ არა, რას ფიქრობთ და შეგრცხვებოდათ თუ არა დიპლომის და თანაკურსელების გამოჩენის?

-მაშინ, ასეთი სასწავლებლები ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი იყო ისეთი სასწავლებლები, საიდანაც ცოდნას ვერ წამოიღებდი. რომ ვთქვა, რაღაც განსაკუთრებული დიპლომი მაქვს-თქო, არა, მაგრამ ამ სასწავლებელზე უკეთესი ნამდვილა არის. აქ საუბარი გარდა დიპლომისა, არის იმაზე, რომ ამ სასწავლებლიდან შეუძლებელი იყო წამოგეღო ცოდნა და ცოდნის გარეშე – მოსამართლე, ან მთავარი პროკურორი – არ ვიცი, როგორ წარმართავს სწორად სამართლებრივ პროცესებს.

comments