შალვა თადუმაძის კიდევ ერთი თანაუნივერსიტეტელი, გიორგი წირღვავა: 

მე ჩავაბარე ჯერ კოლეჯში, იგივე ინსტიტუტტს, ჰქონდა კოლეჯიც, დავდიოდი შარტავაზე, სკოლის შენობაში და კოლეჯის დამთავრების შემდეგ, პირდაპი ჩავირიცხე ინსტიტუტში, მაშინ ინსტიტუტი ერქვა, მერე გადაკეთდა უნივერსიტეტად.

2007 წელს მომცემს დიპლომი, იმ დღიდან დავიწყე მუშაობა არაპროფესიით და დღემდე არ გამომიყენებია ეს დიპლომი.

საქართველოში ასეა, უპატრონო კაცს, რაში ადგება დიპლომი? რეკომენდაციას გთხოვენ ყველგან. რეკომენდაცია კიდევ, დიპლომს არ მოჰყვება, კაცს მოჰყვება რეკომენდაცია, კაცი უნდა გყავდეს. ოჯახს კიდევ მიხედვა სჭირდება და “ზემოდან კაცს” ვერ დაველოდებოდი, გადავდე დიპლომი და დავიწყე მუშაობა.

სწავლის მხრივ, მოთხოვნა არ იყო. ფულის გასაკეთებელი ადგილი იყო, გამოცდებზე, ჩათვლებზე, საკურსოებს წერდნენ 100 დოლარად მაგალითად, ვიცი.

თავიდან სწავლის გადასახადი იყო 160 დოლარი, მერე სამასი დოლარი.

ლექტორების გვარები არც მე მახსოვს, მახსოვს დეკანი – თინიკაშვილი იყო გვარად, მახსოვს, დამფუძნებელს ერქვა ბახუტა და გვარი არ მახსოვს.

როგორც ხედავთ, სამართალი დავამთავრე, წარმატებით შემეძლო პროკურორი ან მოსამართლე გამოვსულიყავი, თურმე.

ახლა დიპლომი რომ გამოვამზეურე, მოდური გახდა ჩემი დიპლომი ერთ დღეში უცებ – ხოდა, რომ გამოვამზეურე, მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი დიპლომის ინგლისურ ნაწილშიც შეცდომებია, თურმე, მე არ ვიცი ინგლისური და ვერ შევამჩნიე. თადუმაძემაც მაგიტომ ვერ შეამჩნია, ალბათ.

 

 

 

ალია

comments