საგამოძიებო კომისია მოუხდებოდა თქვენს დეკლარაციას“, – ამ სიტყვებით პარტია „ევროპული საქართველოს“  წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს მიმართა.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, დეკლარაციაში შეუსაბამობებია. მიღებული შემოსავლები მათ შორის მეუღლის, არ არის სრულყოფილად ასახული.

გოგორიშვილის თქმით, ზაზა თავაძის მეუღლე 2016-17 წლებში მუშაობდა განათლების სამინისტროში, თუმცა მას მიღებული აქვს მემკვიდრეობა რაც დეკლარაციაში ასახული არა არის.

მოსამართლეობის კანდიდატმა კი უპასუხა, რომ მისმა მეუღლემ მიიღო წილი ოჯახისგან, ისინი ყაზახეთში ფლობდნენ ბიზნეს.

„დიახ მან მიიღო თავისი წილი ოჯახისგან. ეს ხდებოდა პერიოდულად, რამდენადაც ყაზახეთში ბიზნესის გასხვისება ხდება პერიოდულად“, – განაცხადა თავაძემ.

გოგორიშვილმა საპასუხოდ უთხრა, რომ იმ შემოსავალს რაც მისმა მეუღლემ მიიღო ჩუქება ჰქვია და დეკლარაციაში უნდა აისახოს.

​„არცერთი წლის განმვალობაში არ არსი მითითებული, რომ თქვენმა მეუღლემ მიიღო შემოსავალი ამას ჩუქება ჰქვია. ჩუქება კი დეკლარაციაში არა არის დაფიქსირებული“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

გარდა ამისა გოგორიშვილის თქმით, 2018 მიღებულ შემოსავალ და ხარჯს შორის რამდენიმე ათასიანი სხვაობაა.

„2018 წლის განმავლობაში თქვენი და თქვენი ოჯახის გასავალი 470 ათას 702 ლარია ამ ხნის განმავლობაში თქვენი ოჯახის შემოსავალი იყო 128 ათას 608 ლარი, საიდან ამხელა განსხვავება შემოსავალსა და გასავალს შორის?“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

„ტექნიკური ცდომილელები გაქვთ ქალბატონო ხათუნა, ბინა გავყიდეთ და ეს დეკლარაციაში დაფიქსირებულია“, – უპასუხა თავაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ.

Read more at https://www.primetime.ge/news/1570698094-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1#HRxFzo5YBSuBdUlF.99

comments