Windows-ის უკანასკნელი ვერსია, რომელიც დესკტოპზე გიყენიათ, იმ ადამიანების მიერ არის გამოგონილი, რომლებსაც უნივერსიტეტი არასდროს დაუმთავრებიათ.

სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის შესახებ უმეტესობამ იცის, თუმცა არ იცის, რომ მათ მნიშვნელოვან წარმატებას უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მიაღწიეს.

სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი

width=1280უდიპლომო წარმტებულ ადამიანებს შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და მწერლებიც კი.

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამაარსებელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მარკ ცუკერბერგამა ჰარვარდის უნივერსიტეტი სწორედ იმისთვის მიატოვა რომ Facebook-ის თანადამფუძნებელი გამხდარიყო. მარკ ცუკერბერგი  Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლის აპრილში გახდა და 2014 წლის ივლისის მონაცემებით, მისი პირადი ბიუჯეტი 33,1 მილიარდ დოლარს ითვლიდა. თუმცა ფილანთროფისტი ახლა ხელფასის სახით მხოლოდ 1 დოლარს იღებს.

მარკ ცუკერბერგი

 

width=840საინტერესო ფაქტია, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ჯონ როკფელერმა წარმატებას ყოველგვარი უმაღლესი განათლების გარეშე მიაღწია.

ჯონ როკფელერი  

 

width=900ოპრა უინფრიმ თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებამდე მიიღო და მერლენდში რეპორტიორად მუსაობის შემოთავაზებას დასთანხმდა. შესაბამისად, მას უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.

ოპრა უინფრი

width=840

ინგლისელმა ბიზნეს მაგნატმა, ინვესტორმა და ფილანტროფისტმა რიჩარდ ბრანსონმა კი 16 წლის ასაკში გაზეთი The Student დაარსა, რომელსაც სკოლაში თავის თანატოლებში ავრცელებდა. მოგვაინებით კი ცნობილი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვა დაიწყო, რომლებსაც საკუთარი მანქანით დაატარებდა და მაღაზიებშიც აბარებდა, ამას ფირფიტების საკუთარი მაღაზიის გახსნა მოჰყვა. ასე ჩაეყარა საფუძველი Virgin Records-ს. ყველაფერი სწავლაზე უარის თქმით დაიწყო.

რიჩარდ ბრანსონი

width=920

ხოლო უილ სმიტმა თავისი ოცნების კარიერის შექმნისთვის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საინჟინრო პროგრამაზე სწავლაზე უარი თქვა. 

width=840ტედ ტერნერი, რომელის ქონება ამ დროისთვის 2,2 მილიარდ დოლარს ითვლის უნივერსიტეტიდან თავისი ნებით არ წამოსულა, ის მას შემდეგ გამოაგდეს, რაც საერთო საცხოვრებლის მის ოთახში ქალი აღმოაჩინეს. საბედნიეროდ მან მამის სარეკლამო კომპანიაში დაიწყო მუშაობა და წარმატებისკენ პერმანენტული სვლა დიპლომის გარეშე დაიწყო.

/უმაღლესი განათლება არ მიუღია არც ჰენრი ფორდს, რომელმაც თავისი მაქნანით წარმოებისა და ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა. მან ოჯახური ფერმა 16 წლის ასაკშია მიატოვა და საცხოვრებლად დეტროიტში გადავიდა და მანქანების მაღაზიას პრაქტიკის მიღებისთვის მიებარა. თავისი პირველი მანქანა ჰენრი ფორდმა 1896 წელს შექმნა.

width=646

Read more at https://www.primetime.ge/news/1570610377-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97#Q4aJDgY8CjjuiWg6.99

comments