სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე, დაპირისპირებისას დაჭრილი გოჩა ფეხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი რეგიონალურ ჰოსპიტალში 6 ოქტომბერს მოათავსეს. ექიმების, ერთკვირიანი ბრძოლის მიუხედავად ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე პირს შორის გახოკიძის ქუჩაძე დაიწყო, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, სადაც 41 წლის ვეფხვაძე ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს.

საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

comments