“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სირიიდან თურქეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

ნათელაშვილი მოითხოვს, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქურთ მოსახლეობასა და ქურთ ჯარისკაცებზე მიმართული იერიშები.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსაც უქმნის საფრთხეს, არსებული ვითარება კი ყველაზე მეტად “რუსეთს აძლევს ხელს”.

ლეიბორისტების სოლიდარობა ქურთ ხალხს.

აქცია თურქეთის საეოლჩოსთან

,,მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, დაუყონებლივობლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში.“

წყარო:IMEDINEWS.GE

 

 

comments