სოციალურ ქსელში “გარდენიას” ოფიციალურ გვერდზე ულამაზესი ქორწილის ფოტოები გავრცელდა.

საქორწინო სუფრა და ინტერიერი ცნობილი დიზაინერის, ანი პირველის დიზაინით იყო გაფორმებული.

Rating
Rating

ანი პირველი ფართო საზოგადოებამ პირველად ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის საქორწინო ცერემონიალის შედეგად გაიცნო. სწორედ ანიმ გააფორმა ულამაზესი ყვავილებითა და სხვა დეტალებით ყველაზე პოპულარული წყვილის საქორწინო სუფრა.

პირველის მიერ გაფორმებული ახალი ქორწილი, რომელსაც სოც-ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წინანდლის მამულში შედგა.

Rating

ახალგაზრდა წყვილს, მარიამ ნაფეტვარიძესა და საბა მღვდელაძეს ფართო საზოგადოება არ იცნობს, რადგან

ისინი ცნობილი სახეები არ არიან, თუმცა, მათ ქორწილს დღეს ყველა განიხილავს.

Rating
Rating

მარიამი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია. წყვილის ნიშნობა რამდენიმე თვის წინ შედგა.

Rating

პატარძალს ქორწილში ეცვა ულამაზესი თეთრი კაბა, რომელიც მაკა ასათიანის რძლის, ნანიკო კლდიაშვილის კაბას გავდა დეტალებით. ისევე როგორც ნანიკოს კაბა, მარიამის კაბაც დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შექმნა.

Rating

“რეიტინგი” ახალგაზრდა წყვილს ულოცავს დაქორწინებას და ბედნიერებას უსურვებს.

comments