სარჩელი- შენგელია საქართველოს წინააღმდეგ,  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დარეგისტრირდა. ინფორმაციას ბაჩანა შენგელია ავრცელებს.

ბაჩანა შენგელიამ სტრასბურგში, მეგობრებისა და ადვოკატების დახმარებით მოპოვებული მტკიცებულებები გაგზავნა. სარჩელში აღნიშნულია, რომ საქმის გამოძიების შესაწყვეტად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა.

სარჩელში დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სამი მუხლის დარღვევა. ესენია: მუხლი 2- სიცოცხლის უფლება, მუხლი 13-სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება, მუხლი 14- დისკრიმინაციის აკრძალვა

“ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, ვინაიდან აბსოლუტურად უკანონოდ იქცეოდნენ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, სადაც გვიშლიდნენ ხელს საქმის გამოძიებაში, ახდენდნენ ზეწოლას მოწმეებზე, არ გვაძლევდნენ მტკიცებულებებს, არ ატარებდნენ ექსპერტიზას. პირადად გიორგი გახარია იყო დაინტერესებული, რომ შეწყვეტილიყო გამოძიება და არ გასულიყო გამოძიება რეალურ დამნაშავეებზე, ვინაიდან თვითონ ბატონი გახარია და ბატონი ბატიაშვილი არიან ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილები ამ საქმეში,” – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და სკოლაში დაწყებულ პროცესებს სწორედ დირექტორის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

comments