“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას ინფორმაციით, შესაძლოა, სასულიერო პირებზე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავრცელდეს.

“მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სასულიერო პირზე მზადდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები და იგეგმება ამის გავრცელება, ამ განცხადებებით არ დასრულდება ეს ყველაფერი,” – აღნიშნა გიორგი ლომიამ.

რაც შეეხება ლგბტ+ თემაზე გადაღებულ ქართულ-შვედურ ფილმს, – “და ჩვენ ვიცეკვეთ,” გიორგი ლომია ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფილმი პროპაგანდის ელემენტებს შეიცავს და მისი გავრცელება უნდა შეიზღუდოს.

comments