ამ წუთებში, თამარ ჩოგოშვილი, ვიცე სპიკერი, ქართული ოცნების პოლიტ.სამჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი – აკეთებს განცხადებას, მის უკან დგას არაერთი დაპუტატი და ჩუგოშვილი ამბობს, რომ ახმოვანებს უმრავლესობის წევრების ერთიან აზრს:

დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრიდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას – ძალიან პრინციპული იყო ეს საკითხი.

სამწუხაროდ შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია, სკაონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა.

არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე უმრავლესობის რიგებიც.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის პროცესი მძიმეა და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.

ეს იყო წითელი ხაზი და ამის ჩაგდებას რა მოჰყვებოდა კოლეგებმა იცოდნენ.

დადგა ის შედეგი, რაც დადგა – არ გვქონია სურვილი გუნდის დატოვების, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.

მათ იცოდნენ რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით – დღეს უმრავლესობის სხდომა ძალიან დაძაბული იყო.

comments