“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს ქუჩაში გადაინაცვლონ. ირმა ინაშვილს არ სჯერა, რომ გარკვეული მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს აუმხედრდნენ.

“დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა პარლამენტში, რომ პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას. მე როგორც ვატყობ, ხელისუფლებაც აღარ ჰყავს ქვეყანას. პასუხისმგებლობას შექმნილ კრიზისზე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას. ორი დღის განმავლობაში იყო პოლიტიკური მელაკუდობა, სრულიად დაუჯერებელია, რომ მაჟორიტარები აუმხედრდნენ ბიძინა ივანიშვილს, წარმოუდგენელი რამ არის ეს და თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი როგორ მართავს პარტიას?“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

comments