ქალაქის მერი, კახა კალაძე, მედიას კიდევ ერთხელს საუბრობს და აკონკრეტებს, რატომ ისაუბრა აქციაზე მისულ ადამიანთა რაოდენობაზე:

“რაოდენობის დათვლა ყოველთვის ხდებოდა, ჩვეულებრივი პროცესია.

რაიმე განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის, რომ რაოდენობაზე გამახვილდეს ყურადღება.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არის არაკონსტიტუციური, არაკონსტიტუციური როგორ, კონსტიტუციის ცვვლილები გარეშე, ამ ცვლილების განხორციელება არის შეუძლებელი.

არჩევნები ჩატარდება დათქმულ ვადაში 2020 წელს შერეული სისტემით.

რაც შეეხება აქცია, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ამას ვერავინ შეზღუდვის როგორც კი ქმედებები გასცდება კონსტიტუციას და კანონს –  იქნება რეაგირება.

რაც შეეხება ბლოკირებას – ეს არის კანონდარღვევა და იქნება რეაგირება.

დღეს ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და არჩევნების მოგება შეუძლია არის “ქართული ოცნება”.

ჟურნალისტის კითხვას, დაუთმობს თუ არა ხელისუფლება, აქციის მონაწილეებს, კალაძე პასუხობს:

alia.ge

 

“დასათმობი რა არის, ვერ ვხვდები

დღეს ქვეყანაში არ არის იმის აუცილებლობა, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, არანაირი კრიზისი არ არსებობს. ეს საბაბია, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია.”

comments