IRI-ის კვლევით, ნეგატიურ პოლიტიკურ რეიტინგში – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

IRI-ის მიერ რესპონდენტებისთვის დასახელებულ პოლიტიკოსებიდან ყველაზე ნეგატიურად სალომე ზურაბიშვილის მიმართ არიან განწყობილნი (70%), მეორე ადგილზე ზურა ჯაფარიძეა (66%), მესამე ადგილს 59-59 პროცენტით სამი პოლიტიკოსი ინაწილებს: ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და გიგი უგულავა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნეგატიურად 57 პროცენტია განწყობილი, პოზიტიურად – 32 პროცენტი.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

alia.ge

comments