“ფლანგვის დეტექტორი” სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივი საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელის შვილს შორის შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საუბარია სოფელ ანაგაში სკვერის მოწყობაზე, რისთვისაც 20 ათასი ლარი პირდაპირი შესყიდვის გზით დავით მირიანაშვილის კომპანიას გადაეცა. დავით მირიანაშვილი სიღნაღის საკრებულოს დეპუტატისა და “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელის ივანე მირიანაშვილის შვილია.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, შპს “სეივონმა” სამუშაო უხარისხოდ შეასრულა.

“სიღნაღის მუნიციპალიტეტში გვაქვს მოცემულობა, როდესაც ადგილობრივი მაღალჩინოსანი არღვევს კანონმდებლობას და არის აგრეთვე კორუფციის ძალიან მკაფიო ნიშნები, როცა ადგილობრივი ბიუჯეტი მიდის მის კომპანიაში და ოჯახში,” – აცხადებს ფლანგვის დეტექორის მკვლევარი, დავით მჟავანაძე.

კორუფციის არსებობას გამორიცხავენ მერიაში და ამტკიცებენ, რომ ყველაზე დაბალი ფასი სწორედ კომპანია “სეივონმა” წარმოადგინა.

alia.ge

comments