მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი, რომელიც 18 ნოემბერს დააკავეს, აცხადებს, რომ ის და მისი მეგობრები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.
“რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შემართებას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მირჩევნია 15 დღე ვიჯდე ვიდრე მომავალი არ მქონდეს,” – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.
გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პოლიციელები, რომლებიც საქმეში ერთადერთი მოწმეები არიან ვერ ხსნიან არატომ დააკავეს.

“ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ გაიხსენა, სად დაგვიჭირეს, რატომ დაგვიჭირეს,” – თქვა მაქარაშვილმა.

18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 37 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს.

alia.ge

comments