სალომე ზურაბიშვილი ძვირადღირებული ანტიკვარული ავეჯის დასათვალიერებლად ჟურნალისტებისთვის მედიატურს გამართავს.
ფაქტი, რომ პრეზიდენტი მედიიას თავისთან მიიპატიჟებს “ნიუპოსტს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ჯერჯერობით ზუსტი დრო უცნობია, როდის გაიმართება ათონელის სასახლეში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ IDFI-ი დაინტერესდა თუ როგორ წარიმართა ათონელის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის პროცესი და რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს თითოეული სამუზეუმო ექსპონატის თუ თანამედროვე ნივთის შესყიდვა.

ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;
სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას.

alia.ge

comments