თუ ერთხელ მაინც ნახავთ მის მის დიდრონ და სევდიან თვალებს, საიდანაც დიდი ტკივილი მოჩანს, მეხსიერებიდან აღარასდროს წაიშლება.

ცოტა ხნის წინ ორი წლის გოგონას უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

ოპერაციის გაკეთება დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხის გადარიცხვა არ მოხდება, არაფერს უკეთებენ. უსახსრობის გამო ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანიტას დედამ, მარიამ სადრაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„პირველად, როცა ჩემი გოგოს მისამართით დაიწერა „გადავარჩინოთ პატარა ანიტა“ საშინლად გავმწარდი. წავაშლევინე ეს სიტყვები და ვფიქრობდი რა სჭირს ჩემს შვილს გადასარჩენი -მეთქი. ძალიან ბევრი რამის გადატანა მომიწია სანამ გავიაზრებდი, რომ გადასარჩენად გვქონდა საქმე. პირველად როდესაც ექიმისგან გავიგონე სიტყვები: Your child is dying… დავიწყე გააზრება, რომ ცუდადაა ჩვენი საქმე. დავეცი სულიერად, მქონდა ნერვული შეტევები, თავს ვერ ვიკავებდი ანიტას დასანახად რომ არ მეტირა… 2 დღის წინ რომ გენახეთ, ვერ მიცნობდით. სხვა ადამიანი გავხდი. საწყალი ფაცო ვერც ტიროდა და ამ ყველაფრის ჩუმად გადატანა უწევდა. 2 დღეა, რაც დავინახე თქვენი თანადგომა. უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მორჩა, გადავრჩი… უკვე ყველაფერი კარგადაა. დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ჩვენი ხსნა. გთხოვთ, არ მოდუნდეთ… თქვენმა საქციელმა იმხელა იმედი ჩამისახა, რომ ისევ ადამიანად ვიქეცი. ეს ანიტაზეც დადებითად აისახა. მიყვარხართ ყველა. საოცრებები ხართ…

ეს ჩემი საქართველოა… ეს ჩემი ქვეყანაა! ვამაყობ თქვენით. უმაგრესებო იცით ჩემს ქმარს 34 წლის ბიჭმა რა მოწერა რამდენიმე დღის წინ? თუკი ჩემი გული გამოადგება მზად ვარ დავუთმოო… ხალხო გესმით? გვთხოვა არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია… ადამიანი თავის სიცოცხლეს “ – წერს მარიამ სადრაძე.

ანიტას გადასარჩენად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. ერთად დგომით უკვე არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ და ახლა ანიტას დროა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966
მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:
GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:
პ/ნ 60001030692
ლია ჩხაიძე

ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროსთვის ცნობილია.

„ოჯახს ამ დროისთვის დაფინანსების თხოვნით რეფერალური დახმარების პროგრამისთვის არ მოუმართავს. შესაბამისი სამსახური დაუკავშირდა და ესაუბრა ბავშვის მამას, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა საბუთებია საჭირო, რომ მომართოს რეფერალური დახმარების პროგრამას. ჩვენი ინფორმაციით, ჯერ ოჯახი ოპერაციის შესახებ პასუხს საფრანგეთის კლინიკისგან ელოდება, როდესაც მამას ექნება პასუხი კლინიკიდან და წარმოადგენს შესაბამისი დოკუმენტაციას, სამინისტრო მზად არის კანონის შესაბამისად განიხილოს კომისიაზე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

comments