ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭორების ეპიცენტრში პირველად მაშინ მოხვდა, როდესაც პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა. მაშინ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილის, გვანცას საქმრო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახტაძე ივანიშვილის სასიძო გახლდათ, არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

Rating

მაშინდელი პრემიერი ჭორებს არ გაექცა და მის გარშემო გავრცელებულ ხმებს ერთ-ერთი ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით უპასუხა.

“მე მესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს. შემიძლია, მარტივად გიპასუხოთ, რომ მის არც ერთ მოსაზრებას არანაირი

საფუძველი არა აქვს. აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ”, – განაცხადა ბახტაძემ.

თბილისში არაფერი იმალება და ბუნებრივია, არც თანამდებობიდან წასული პრემიერის პირადი ცხოვრების ამბები დარჩა გასაიდუმლოებული. „რეიტინგისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მამუკა ბახტაძეს ჰყავს საყვარელი ქალი, რომელთანაც 6-წლიანი ურთიერთობა აქვს. ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა

გაგრძელება

comments