სუს-ის შენობა პოლიციის ალყაშია. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია კი დაპირისპირების და დაკავების ფონზე მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით დაკავებულია 6 ადამიანი, მათ შორის შალვა ნათელაშვილის ვაჟი, ბექა ნათელაშვილი.

როგორც ირკვევა, პოლიციამ დააკავაასევე „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

შსს-ს წარმომადგენელი გიორგი გადელია ამბობს, რომ ყველა პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

new posts.ge

 

comments