მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძეს მიმართავს:

“Archil Talakvadze ბატონო არჩილ, აბა, ჟურნალისტებმა მოიტყუესო. ეს თქვენ არ ხართ? მთავარია დღის ბოლომდე სტამბულის აეროპორტში ჩაწერილი, თქვენი ვიდეო არ დადოს რომელიმე ემიგრანტმა, ბატონ ბიძინას ცუდი სიტყვებით რომ მოიხსენიებთ” – წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა. თალაკვაძის თქმით, ის ამ დროს პარლამენტში იყო და მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში ვიზიტს უარყოფს. “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თალაკვაძე სტამბოლის რეისით მასთან და გიგი წერეთელთან ერთად ჩამოფრინდა.

cyc.ge

comments