პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.

“კურიერის” ინფორმაციით, პარლამენტის გვირაბის ტერიტრიაზე საპოლიციო ძალებს სპეციალური ეკიპირებაც აქვთ მობილიზებული. პოლიციას მომარაგებული აქვს საძილე ტომრები და საკვები.

“კურიერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, პოლიციის ეზოში სამართალდამცველთა რაოდენობა ყოველწუთს მატულობს.

პარლამენტში დღეს რამდენიმე კომიტეტის და ბიუროს სხდომაა დაგეგმილი. პარლამენტის შენობაში უკვე მიიტანეს აირწინაღები. ჯერჯერობით, ადგილზე მედიისთვის გადაადგილება და მუშაობა შეზღუდული არ არის.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობის მობილიზება, ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების, დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

comments