მოძრაობამ “გაბედე” პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა ტერიტორიაზე საკანი დადგეს, რომელზეც, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფოტო გააკრეს, ხოლო გალიაში სათამაშო ზებრა მოათავსეს, რომელიც კიდეზე ჯაჭვით მიაბეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ივანიშვილი ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნებს არ შეასრულებს, თავადაც საკანში აღმოჩნდება. “ჩვენ კიდევ უფრო გავმრავლდებით, ჩვენი საპროტესტო ტალღა არ შეწყდება,” – აღნიშნა აქციის მონაწილემ.

comments