“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, მედიასთან საუბრობს:

 

ჩვენ ვინმეს გვერდით, ან ვინმეს უკან კი არ ვდგავართ, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც გადის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ხაზი.

ეს მახინჯი სისტემა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ოცნებას ძალიან უნდა შენარჩუნდეს ეს ორპოლუსიანი ველი, ერთთ მხარეს თავად იყოს, მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობა და როგორმე ჩაკეტოს გზა, მესამე ძალისთვის.

ჩვენი მთავარი მესიჯი იყო და არის, რომ პოლიტიკურ სივრცეს ჰაერივით, ჰაერზე მეტადაც კი სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა, ამის შანსი იყო ზუსტად, დახრილი თვალების ფასად, იძულებული გახდა “ქართული ოცნება”- ამ დათმობაზე წასულიყო და მერე გადაიფიქრა – რადგან ისევ იყოს ხელისუფლებაში, ისევ ოპოზიციად ჰყავდეს “ნაციონალური მოძრაობა” და ისვე ეძახოს, აი, შე ნაცო…

თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს, დღეს რა გააკეთებს?

ანტენებს აყადაღებდა ნაციონალური მოძრაობა, ამათ შეშა დააყადაღეს.

სრულიად არაადეკვატური მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში.

alia.ge

comments